ოპოზიცია საკონსტიტუციოში ისეთი ფორმით აყენებს შუამდგომლობებს, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება - შარმანაშვილი

23.10.26 11:30
ოპოზიცია საკონსტიტუციოში ისეთი ფორმით აყენებს შუამდგომლობებს, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება - შარმანაშვილი

 

 

იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირას სხდომები ფორსირებულ რეჟიმში ჩაინიშნა, "ოცნების" წარმომადგენელი, თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ "დროის გაჭიმვა" ოპოზიციას სურს.  

რაც შეეხება ორ დღეში ოპოზიციისთვის არცერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, შარმანაშვილი ირწმუნება, რომ ოპონენტები საკონსტიტუციოში ისეთი ფორმით აყენებენ შუამდგომლობებს, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება

ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიმვა, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ და მეორე,  უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ, აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არცერთი არ დააკმაყოფილეს. რა ქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და არასწორი ფორმით აქყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება. ძალიან ნათლად ჩანს, ვის რა ეხება, ხოლო თუ არ მოსწონთ, ხო ელემნატალური ლოგიკაა, თუ ცუდად გავაკეთე ხომ უნდა გაწყობდეს, უფრო ადვილად გააბათლებ? მაგრამ ამასთან რომ არ გვაქვს საქმე და პირიქით არის , ძალიან კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ ნერვიულობენ. არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ", - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის.  ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".  

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები