რას გულისხმობთ საქმის გაჭიანურებაში? - რევაზ ნადარაიას განმარტება მოსთხოვეს, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

23.10.26 13:51
რას გულისხმობთ საქმის გაჭიანურებაში? - რევაზ ნადარაიას განმარტება მოსთხოვეს, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

მას შემდეგ, რაც საკონსტუტიციოს სასამართლოს თავმჯდომარემ გახარიას პარტია პროცესის გაჭიანურებაზე მიუთითა, ენმს- წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა რევაზ ნადარაიას სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობდა საქმის გაჭიანურებაში.

"თუ მე გაჭიანურებაზე მინიშნება გავაკეთე, ეს არ გეხებოდათ თქვენ?" - უპასუხა ნადარაიამ ბიბილაშვილს.

დიდი ბოდიში, აქ მოსამარჩელე მხარე იძახის, რომ აქ ყველა ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმია, ამიტომ თქვენ ხელოვნურად ნუ მიჯნავთ ამას. მხარემ დააყენა და მე მაქვს უფლება დავსვა კითხვა, საზოგადოება ელის პასუხს, რას ნიშნავს საქმის გაჭიანურება?- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ნადარიამ ბიბილაშვილს უთხრა, რომ თუ გახარიას პარტიას საქმის გადადება უნდოდა, "თავის დროზე უნდა მიემართა". 

ამაზე პასუხან უკვე ბერდია სიჭინავამ ჰკითხა მოსამართლეს, თუ  რომელს "თავის დროს" გულისხმობდა. 

რევაზ ნადარია: მე ავხსენი - თავის დროზე უნდა მოემართა მხარეს თუ საქმის განხილვის გადადება უნდოდა და მისთვის ვადა არასაკმარისი იყო. მან არ მომართა, უკვე მესამე დღეა სხდომას ვიხილავთ და ახლა დგება შუამდგომლობა გადადების თაობაზე. 

ზაზა ბიბილაშვილი: კანონის ვადებში განხილვა არის გაჭიანურება?

ბერდია სიჭინავა: გაჭიანურების საკითხზე მინდა ვთქვა... (არ დაასრულებია სიტვა ნადარიამ)

რევაზ ნადარაია: შუამდგომლობაზე შეგეძლოთ მოგემართათ თავის დროზე?

ბერდია სიჭინავა: რომელ თავის დროზე? 

რევაზ ნადარაია: რომელი თავის დროზე კი არა მინიმუმ მხარეთა კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე. დავიწყეთ ამ სიდიდე პროცესი და მესამე დღეს მიყენებთ გადადების შუამდგომლობას. 

ბერდია სიჭინავა: არ ვარ აკაეთილსინდისიერი ამ საკითხთან მიმართებით, ჩემი ყველა შუამდგომლობა არის დასაბუთებული და გაჭიანურებსი მიზეზი რომ მქონოდა კონკრეტულ შემთვევაში, დავაყენებდი უამრა შუამდგომლობას. მე საქმიანი შუამდგომლობები მაქვს დასაყენებელი. მე ჩემი ვადის სარგებლობის უფლებით გთხოვეთ .

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება სხდომაზე რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პლენუმმა თათბირის შედეგად ერთხმად მიიღო. 

ნადარაიას თქმით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას. მისივე მტკიცებით, ამგვარი მოთხოვნა სასამართლოს აფიქრებინებს, რომ ამ გზით საქმის გაჭიანურება ხდება. 

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა. 

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

მსგავსი სიახლეები