"თავისუფალი ხალხის პარტიამ" ყრილობა გამართა

24.10.26 10:40
"თავისუფალი ხალხის პარტიამ" ყრილობა გამართა

იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს აკრძალვას უანონსებს, იაგო ხვიჩიას გუნდმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - გუშინ, 23 ოქტომბერს თბილისში, მიუზიკ ჰოლ „ბაბილოში“, "თავისუფალი ხალხის პარტიის" (ძველი გირჩი) რიგით II ყრილობა გაიმართა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობაზე განიხილა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის:

პარტიის სრული და შემოკლებული სახელწოდების ცვლილება;
პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევა;
სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;
პარტიის სიმბოლიკის დამტკიცება;
პარტიის იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები დელეგატებმა კენჭისყრის გზით, ხელის აწევით მიიღეს.
ყრილობას დაესწრნენ პარტიის დელეგატები, წევრები და მხარდამჭერები.