თუ ივანიშვილი ციხეში უსამართლოდ შევიდა, ამოცანა იგივე დარჩება - ელენე ხოშტარია

06.12.21 17:26
თუ ივანიშვილი ციხეში უსამართლოდ შევიდა, ამოცანა იგივე დარჩება - ელენე ხოშტარია

უნდა დავუსვათ წერტილი შურისძიებას - ამის შესახებ  "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გორის ჰოსპიტაკლში მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა. ხოშტარიას თქმით, მისთვის სულერთია ვინ იჯდება ციხეში უსამართლოდ, მათ შორის, ივანიშვილიც, რადგან ამოცანას სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენს. 

მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვინახულო, ჯერ ერთი გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი, ეს არის ძალიან დიდი გარდა ადამიანური, ასევე პოლიტიკური პრობლემისა. უმნიშნელოვანესი ამოცანები, რასაც ჩემი კოალიციური პარტნიორები საუბრობენ, ეს არის ბარიერის საკითხი, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, სადაც ასევე თავხედურად იქცევა, სამწუხაროდ, ხელისუფლება და ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკიტხი, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს შეურაცხყოფაა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისაც, ვისი უფლებებიც შეილახა. უნდა დავუსვათ წერტილი შურისძიებას. სააკაშვილი თუ გამოვიდა და ივანიშვილი თუ შევიდა არასამართლიანად, ან კობახიძე თუ შევიდა, ამოცანა იგივე დარჩება. ჩემთვის არ აქვს ამ შემთხვევაში გვარებს და სახელებს მნიშვნელობა, - განაცხადა ხოშტარიამ.

"დროას" ლიდერი ასევე თვლის, რომ სწორი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა საზღვარგარეთ მოხდება. 

საზღვარგარეთ მისი მკურნალობა ყვეა მხრივ, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სამედიცინო თავლსაზრისით კარგი და სწორი იქნებოდა. საზღვარგარეთ კი არა ციხიდან რომ აქ გადმოსულიყო, ამას დასჭირდა უდიდესი ნერვები, - განაცხადა ხოშტარიამ, - თქვა ხოშტარიამ. 
 

მსგავსი სიახლეები