პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება "აუცილებელია"

24.10.26 14:20
პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება "აუცილებელია"

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება "აუცილებელია".

მთავრობის მეთაურმა დღეს ერთ პოლიტიკურ პარტიად მოიხსენია 5 ოპოზიციური პარტია და ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ "ოცნება" არა 5 პარტიის, არამედ ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. 

უნგრეთში მყოფმა პრემიერმა ასევე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების სამი დღეც და ოპოზიციური პარტიები პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. 

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საინტერესოდ წარიმართა ამ პროცესის პირველი ნაწილი. ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას, რაც ცოტა რთულად ასახსნელია, რა აზრი შეიძლება ჰქონდეს ამას, თუმცა ფაქტია რომ ამას აკეთებდნენ, ხელოვნურად აყენებდნენ იშეთ შუამდგომლობებს, რომელტაც არავითარი წარმატების პერსპექტივა არ ჰქონდათ, ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ამას მაინც აკეთებდნენ. ამსობაში იყო ძალიან ბევრი საინტერესო წამოცდენა, რაც ჩვენ რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, ჩვენი სარჩელის, ჩვენი მოთხოვნის გამყარებაში. რაც შეეხება საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მათ ჰქონდათ მცდელობა საზოგადოება შეეკრიბათ პროცესის გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. 

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. ამ პარტიას ჰქვია "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის.  

ამ ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა და ჩვენ თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ხელოვნურად არის ჩაკეტილი. ჩვენი სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება, ჩაკეტილი წრის გარღვევას და დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

"ოცნების" ლიდერი დღეს ირწმუნებოდა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს "საინტერესო წამოცდენა" ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე, რომელსაც სარჩელის გამყარებაში გამოიყენებენ. 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წამოცდენა სწორედ ეს იყო, ზუსტად ეს არის ჩვენი დასაბუთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მართალია ფორმალურად არიან დაყოფილი 5 ნაწილად, თუმცა, სინამდვილეში, არიან ერთიანი ორგანიზმი, რაც აღიარა ბატონმა გვარამიამ. ისინი არიან, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური პარტია და მადლობა ბატონ გვარამიას ამის აღიარებისთვის“.- განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის სამი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის - ჯამში საუბარია სულ 12 შუამდგომლობაზე, ერთ შუამდგომლობაზე კი პლენუმის პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო, რას ედავება "ქართული ოცნება".  

სასამართლო სხდომები იმ კვირაში ორსირებულ რეჟიმში განაცხადა - საკონსტიტუციო როგორც თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შესაძლაო განხილვებს ვერც შემდეგ კვირაში მორჩნენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.