ეკა ბესელია ამბობს, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ თავმჯდომარეს დაჭერას უპირებდა

24.10.26 15:22
ეკა ბესელია ამბობს, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ თავმჯდომარეს დაჭერას უპირებდა

 

 

იურისტი, "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წარსულს ახსენებს - ბესელია ამბობს, რომ მოსამართლე რევაზ ნადარიას "ოცნება" 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭერას უპირებდა.

"ამ მოსამართლეს საქმე აღუძრეს, ელოდებოდა რომ უნდა დაეჭირათ და ამ დროს აღმოჩნდა წლების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე" - ამბობს ბესელია. 

იურისტის თქმით, ახლა რევაზ ნადარაია "ოცნებასისგან" დავალებულია და ვალდებულია ივანიშვილის გუნდის დაკვეთა აღასრულოს ოპოზიციური პარტიებისს აკრძალვასთან დაკავშირებით. 

ამ მოსამართლეების რამდენიმე წარმომადგენელი, თითქმის უმრავლესობა, დაწყებული თავმჯდომარით  და გვერდით ვინც ჰყავს, ის როინიშვილი, მეთოფიშვილი, იმ რეჟიმს წარმოადგენენ, რომლის გამოც ასამართლებენ ახლა მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას". როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ამ მოსამართლეს საქმე აღუძრეს, ელოდებოდა რომ უნდა დაეჭირათ და ამ დროს აღმოჩნდა წლების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. და ლექსიკას დააკვირდით, როგორ შეიძლება ასე მეტყველებდეს თავმჯდომარე, რომ ვერ გაასწოროს გრამატიკულად წინადადება და ბრუნვაში ვერ ჩასვა, თავი რომ დავანებოთ სამართლებრივ წყობას. ყველაფერი ეტყობა ამ მოსამართლე ნადარაიას, რომელსაც ეხმარება შიგადაშიგ მეთოფიშვილი. პირდაპირ ეტყობა მას ეს განწყობა, მას აქვს პირდაპირი დავალება. რა თქმა უნდა, ის ვალდებულია ხელისუფლების გუნდთან, რომელაც ის გაამწესა, რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში", - აცხადებს ეკა ბესელია. 

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის სამი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის - ჯამში საუბარია სულ 12 შუამდგომლობაზე, ერთ შუამდგომლობაზე კი პლენუმის პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო, რას ედავება "ქართული ოცნება".  

სასამართლო სხდომები იმ კვირაში ორსირებულ რეჟიმში განაცხადა - საკონსტიტუციო როგორც თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შესაძლაო განხილვებს ვერც შემდეგ კვირაში მორჩნენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები