ჩემი სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ბადრი ჯაფარიძეს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ,,ლელოს" ლიდერებისა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის სასამართლო პროცესს ეხმიანება და მათ გამბედაობისა და პრინციპულობისთვის მადლობას უხდის.
ჩემი სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ბადრი ჯაფარიძეს.
ძალიან ღირსეულად გეჭირათ თავი სასამართლო ფარსზე. მადლობა თქვენ გამბედაობისა და პრინციპულობისთვის.
ჩვენ ერთად აუცილებლად შევცვლით სისტემას! - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს თბილისი საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გაგრძელდა. ,,ლელოს" ლიდერბსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს გამოძიებამ ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა.