ჩემს მიწერილ SMS-ებს ვიღაც დღემდე კითხულობს - გურიკა დადიანიძის დედის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა ქალი, ვინც შვილს 10 წელია ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გურამ დადიანიძის დედის მხარდასაჭერად, მივიდა ქალი, რომელიც "პირველებთან" ამბობს, რომ გამოძიებამ მისი შვილის გაუჩინარების საქმეც თაროზე შემოდო.
ვარ შვილდაკარგული დედა, 10 წელია, უსამართლობას ვებრძვი. როგორც სოფო ბიბილაშვილის მსგავსად, ჩემთან მიმართებითაც გამომძიებლის რეაგირება იყო ნული. მინდა გავიგო, სად არის ჩემი შვილი და რატომ არ იძიებენ ამ საქმეს. ჩემი შვილის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა თვითმკვლელობის ფაქტები არ არის. მტკვარი დავკეტეთ, თუმცა ცხედარი ვერ ვიპოვეთ. სანამ ცოცხალი ვარ, მე სიმართლისთვის ვიბრძოლებ. სანამ პირში სული მიდგას, არ გავჩერდები! 10 წელია კოშმარში ვცხოვრობ! ჩემი შვილი ახლა 34 წლისაა, 24-ის იყო, როცა გაუჩინარდა. 17 წლის შვილი ელოდება სახლში. საქმეს არ დავახურინებ, არ მაქვს პასუხი, რატომ აქვს მის ნივთებს ძალადობის კვალი. ჩემი შვილის კვალი 2016 წელს მტკვართან იკარგება, სადაც მისი ნივთებია ნაპოვნი. 5 დღე მტკვარი დავკეტეთ და ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღემდე ჩემს მიწერილ SMS-ებს Facebook-ზე ვიღაც კითხულობს. ჩემს შვილთნ ერთად ვინც იმ დღეს იყო, მეორე დღეს ამერიკაში გაუშვეს. საგამოძიებო უწყება არაფერს მეუბნება. ჩემი შვილის ნივთები 4 წელია, ექსპერტიზაზეა. ცემი ხელით მივიტანე კომპიუტერი, სადაც ყველაფერი წაშლილია" - აცხადებს კიდევ ერთი დაკარგული ბიჭს დედა.
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი და მის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. მოთხოვნა საქმის ხელახალი და ეფექტიანი გამოძიებაა.
სოფო ბიბილაშვილი შვილს უკვე 12 წელია ეძებს.