აბსოლუტურად სწორია - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ,,ნაცმოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, სუს-ში დაკითხვაზე არმისვლის გადაწყვეტილებას აფასებს. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პირად აგენტურად მიიჩნევს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში ოპოზიციის აქტიურობასაც ეხმიანება და თვლის, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას, მორიგ შეთითხნილ საქმეზე.
სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც.
ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი! - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.