ვერ მოვისვენებ, სანამ ასეთ მდგომარეობაში იქნება - ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტზე
,,დროას" ლიდერმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრისას აქტიური პოლიტიკური საკითხები განიხილა.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება შეწყდეს.
რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური შურისძიებისგან - ესაა ,,დროას" ლიდერის უმთავრესი ამოცანა.
ვისაც აწუხებს ძალადობა, უფლებების დარღვევა, არ მგონია, ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, რაშიც ქვეყანა და ერთი ადამიანი ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდო. შეუძლებელია, სიამოვნება მიგვაროს ადამიანის იუფლების ისეთმა გათელვამ, რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.
ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც კი იცხოვრო ბრძოლის გარეშე... ბრძოლაში მკაფიოა რიგგარეშე არჩევნები. არავის ეგონოს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს მიტაცებული, არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში. ჩემთვის მკაფიო ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონება-არმოწონების საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ასეთ მდგომარეობაში - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.