ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით ენმ დღეს ბათუმში აქციას გამართავს
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით დღეს ბათუმში აქცია გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის მთავარ დეპარტამენტთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით, გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.