სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ

07.12.21 11:06
სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებენ

პროტესტის ახალი ტალღა - მიხიეილ  სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  ხვალიდან თბილისში აქციები იწყება. აქციების ორგანიზატორი  მოქალაქეთა ჯგუფია,  რომელშიც ჟურნალიტები, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილის სახეები ერთიანდებიან.

საინიციატივო ჯგუფი პირველ აქციას სიმბოლურად სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან გამართავს. აქცია ხვალ, 8 დეკემბერს, 2 საათზეა დაანონსებული. აქციის მონაწილეები თლიან, რომ სწორედ მოქმედი პრეზიდენტის ხელშია ახლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბერკეტი. 

პლატფორმა აერთიანებს ყველას, მათ შორის, აი, იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება, ახლა ტელეკრანთან ზის და სულაც არ ფიქრობს იმას, რომ მიშა არის უდანაშაულო, მაგრამ არ ფიქრობს იმასაც, რომ  დღევანდელი მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივაციისგან მის მიმართ დაცლილია. ჩვენ ამ ადამიანებსაც ვაერთიანებთ. ყველას აბსოლუტურად, ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მოტივს არ აქვს მნიშვნელობა. ეს არ არის მიშას მხარდამჭერთა პლატფორმა. პირველ მისამართად შევარჩიეთ პრეზიდენტის რეზიდენცია, იმიტომ, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს აქვს ის ბერკეტი ხელთ, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ორად გახლეჩილ ქვეყნის არსებობას და მათ შორის, მას აქვს ისტორიული შანსი, რომ მართლა შევიდეს ქვეყნის ისტორიაში, როგორც გამაერთიანებელი, - ამბობს ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი. 

მსგავსი სიახლეები