"ოცნების" მდგომარეობა გაუარესდა, ავტორიტარიზმის ყულფმა მოჭერა დაიწყო - ხიდაშელი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საერთაშორისო აღიარების პრობლემა ვერ დაძლია, ევროპაში კი ავტორიტარული ლიდერების დამარცხებით მნიშვნელოვან მოკავშირეებს კარგავს.
მათ ვერ მიიღეს ვერცერთი მნიშვნელოვანი ხელის ჩამორთმევა. აგერ, ორი წელი გავიდა არჩევნებიდან და პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მათი ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა იმ ფონზე, როდესაც ავტორიტარიზმის ყულფმა მოჭერა დაიწყო - მათ დაკარგეს ორბანი, აგერ, გუშინ დაკარგეს ვუჩიჩი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი, ამ ფონზე, ამ გზაზე, როდესაც ავტორიტარი ლიდერები ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით მარცხდებიან, ეს პირდაპირი მნიშვნელობით აისახება, მათ შორის, "ქართულ ოცნებაზე", - ამბობს თინა ხიდაშელი.