5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ხვალ, 12:00 საათზე განახლდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.