ე.წ. დეპორტირებულების საქმე - რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაუხადოს
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.
ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადახდა უნდა განხორციელდეს "ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე", დავალიანების დარიცხულ პროცენტებთან ერთად, ევროპის საბჭოს საბანკო ანგარიშზე.
საქმე 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს ათობით მოქალაქეებისთვის კომპენსაციას ეხება.
ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა, თუმცა ოკუპანტი ვალდებულებას არ ასრულებს.
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღინ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ, ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5&1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტად განისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.