ბიბილაშვილი მოსამართლეებს: იმოქმედეთ ისე, როგორც გსურთ, მოგექცნენ თქვენი შვილები და შეხვიდეთ ისტორიაში
საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გვასამართლებენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
დასკვნით სიტყვაში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს მიმართა და მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას ეფიქრათ იმაზე, როგორ შეაფასებდნენ მათ მოქმედებას საკუთარი შვილები და მომავალი თაობები.
„კონსტიტუციური სარჩელის ერთადერთი წყარო და მტკიცებულება დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. არცერთ შემთხვევაში დასახელებული არ არის განაჩენი სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომლის საფუძველზეც პარტიის აკრძალვას ითხოვენ. არსებითად ეს დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ერთ დოკუმენტად აკინძული “ასავალ-დასავალი“.
მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ მათ ერთი მტკიცებულება კი არა, ბევრი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, თუმცა თავად სარჩელი ამის საპირისპიროზე მეტყველებს. თუ მტკიცებულება ბევრია, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იყო, ეს მტკიცებულებები სარჩელისთვის დაერთო და არა ეს ბელეტრისტიკა - თუ მომინდა ასეთ წელიწადში ათს გამოვცემ! არანაირი ღირებულება არ გააჩნია დასკვნას, სადაც არის ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის წიაღსვლები, პოლიტიკური შეფასებები და კომისიის თავმჯდომარის მიერ დამთავრებული მოწმის წინადადებები. მხარეს თავად მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რაც მას არ გაუკეთებია. რომ წარმოედგინა, მაშინ მე ვალდებული ვიქნებოდი პასუხი თითოეული მტკიცებულებისათვის გამეცა.
ეს მტკიცებულება კი [პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა] ფაქტობრივად და სამართლებრივად იმდენად ნაკლულია, რომ მისი გაზიარება შეუძლებელია.
არ შევაჯამებ და არ გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი, არმედ, იმოქმედეთ ისე, როგორც გსურთ, მოგექცნენ თქვენი შვილები. როგორც გინდათ, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, იმოქმედეთს იმ სტანდარტით, რომლითაც გინდათ მოგექცნენ ისინი, ვინც მოვლენ თქვენ შემდეგ. “ოცნების“ 14 წლიანი მმართველობის შედეგად, ქართულ საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებცი ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიანდ ა მხარს უჭერენ იმას, რომ მომავალში ყველა, მათ მიერვე დადგენილი სამსართლებრივი სტანდარტით და პრეცედენტებით იქნან განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა თა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ იმ მოაჯდოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა, რუსეთმა მოგავქცია, - თქვა ბიბილაშვილმა.
ამ მიმართვის შემდეგ ნადარაიამ მას კორექტულობისკენ მოუწოდა და ჰკითხა, რას ემსახურებოდა მისი მიმართვა.
საკონსტიტუციოს მოსამართლე: თქვენი მომართვა სასამართლოზე, როგორც აღვიქვათ, ზეწოლის მცდელობად? კორექტულად თქო, მე გითხარით, რას ემსახურებოდა ეს მოამრთა?
ბიბილაშვილი: მე რა ბერკეტი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა განვახორციელო.
საკონსტიტუციოს მოსამართლე: თქვენი მორალის წაკითხვა არავის სჭირდება. გვაქვს რეგლამენტი, ჩვენი მანდატი და გადაწყვეტილებას მივიღებთ კონსტიტუციიდან გამომდინარე.