თბილისის საკრებულოში დღეს კახა კალაძეს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
მოვლენების ეპიცენტრი დღეს თბილისის საკრებულო იქნება - ზუსტად 4 საათზე იქ დედაქალაქის მერს და მთავრობის წერვებს ელოდებიან. დეპუტატებმა დღეს ნდობა თბილისის მთავრობას უნდა გამოუცხადონ, თუმცა კახი კალაძეს და მის გუნდს სავარუდოდ, მხოლოდ "ოცნების" მხადაჭერა ექნება.
ოპოზიცია ამბობს, რომ კორუფციაში დადანაშაულებულ მერს მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტები მწვავე კითხვებისთვის ემზადებიან.
მისი წინა მმართველობის დროს დაგვამახსოვრდა კორუფცია, დაგვამახსოვრდა ადამიანების გაღრმავებული და გაძლიერებული იმედგაცრუება, ამიტომ საინტერესოა, ძველის ახეებით და ძველი შემართებით როგორ აპირებს, რომ შეცვალოს თბილისელების წინაშე არსებული პრობლემები. "ქართული ოცნებაც" და კახი კალაძეც ძალიან ცუდად რეაგირებენ პოლიტიკურ ოპონირებაზე, ცუდად რეაგირებენ იმ შეთავაზებებზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საქმიანი დღის წესრიგი და ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ კონკრეტული შეთავაზებები, დასვავთ ის მწვავე შეკითხვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.