ირონიულია, სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა - წილოსანი დიდი ეროვნული შერიგების ინიციატივაზე

07.12.21 11:32
ირონიულია, სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა - წილოსანი დიდი ეროვნული შერიგების ინიციატივაზე

მიხეილ სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას დიდ ეროვნულ შერიგებაზე. 

მისი თქმით, სააკაშვილის მხრიდან შერიგებაზე საუბარი "ძალიან ირონიულია": 

ამ ადამიანისგან შერიგებაზე საუბარი ძალიან ირონიულია იმ პირობებში, როცა ის ბოდიშსაც არ იხდის და არ ინანიებს. 

პოლარიზაციამ დაიწიოს ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი. ყველაფერი ამის საწინააღმდეგო, ვგულისხმობ, პოლარიზაციის ზრდის ხელშეწყობას, არის ნაციონალური მოძრაობის სურვილი. შერიგება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ რადიკალიზაცია გაიზარდოს"- თქვა წილოსანმა. 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავამ "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა. 

სააკაშვილმა  ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს სამხედრო ჰოსპიტალიდან ახალი ულტიმატუმი გუშინ წაუყენა. 

"ან იქნება დიდი სამოქალაქო შერიგება, ან გამძაფრებული ბრძოლა ,,ქართული ოცნების" წინააღდეგ, რომლის ფინალიც ,,ოცნების" დასასრული იქნება!"- ასეთია მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან. 

 

მსგავსი სიახლეები