ტოტალური კონტროლი და სრული ძალაუფლება სუს-ის ხელში - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დასკვნა
ტოტალური კონტროლი და სრული ძალაუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში - ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" სუს-ის საგამოძიებო საქმიანობის შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა. ორგანიზაციის წევრების ინფორმაცაიით, სუსი ძირითად რესურს უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, მოქალაქეების თვალთვალსა და კონტროლში ხარჯავს.
საბოლოო დასკვნაში წერია, რომ სუს-ის საქმიანობაში პოლიტიკური და პარტიული ჩარევების პირდაპირი რისკია, შესაბამისად, ქვეყნის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი "ქართული ოცნების" ხელისუფლების გავლენების ქვეშ არის. კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ სუსი ხშირ შემთხვევაში საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს, თუმცა რეალურ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებს.
სუს-ის კომპეტენციაში თავმოყრილია უზარმაზარი ძალაუფლება, რაც ქმნის სერიოზულ რისკებს, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს დემოკრატიული კონტროლი უსაფრთხოების სექტორის, როგორც საპარლამენტო , ასევე სასამართლო კონტროლი არის უკიდურესად სუსტი და როდესაც ასეთი უზარმაზარი ძალაუფლება არის თავმოყრილი ერთი ორგანოს ხელში, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული რისკების სემცველი და მთლიანობაში პოლიტიზაცია სტრუქტურის არის თვალსაჩინო. ამ სტრუიქტურის რეფორმამ მისი პოლიტიზირება და რაც შეიძლება დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა მთავარი გამოწვევა ამჟამად საქართველოსთვის, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი.