4 ოქტომბრის პროვოკაცია მდინარაძის ორგანიზებული პროვოკაცია იყო - ვიკა ფილფანი

27.10.26 15:36
4 ოქტომბრის პროვოკაცია მდინარაძის ორგანიზებული პროვოკაცია იყო - ვიკა ფილფანი

„4 ოქტომბრის პროვოკაცია „ქართული ოცნების“ ოფისში, მამუკა მდინარაძის ორგანიზებით დაიგეგმა“ - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ვიკა ფილფანმა პარლამენტში განაცხადა.

არჩილ გორდულაძის განცხადების საპასუხოდ, ფილფანმა განმარტა, რომ მისი გუნდის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა.  

ბატონო ლევან, დიახ, ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმიტომ, რომ თქვენს მიერ მოწყობილი, დაორგანიზებული, თქვენი ძალიან ახლო მეგობრის, მამუკა მდინარაძის თაოსნობით დაორგანიზებული პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, 4 ოქტომბერი, რომელიც აზიანებდა სახელმწიფო ინტერესს და დააზიანა როგორც ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის ყველა საუკეთესო ინტერესი, ჩვენ ამის გადასარჩენად შემოვედით. ჩვენ არათუ ვემიჯნებოდით, ჩვენ ვგმობდით და წინასწარ ვამბობდით კიდეც, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო "ქართული ოცნების" ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია მამუკა მდინარაძის ორგანიზებით, რომელიც აღიარა კიდეც მამუკა მდიონარაძემ", - თქვა ვიკა ფილფანმა. 

მანამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიმართა.

"გაშიფრულები ხართ, როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი და ერთი ვერტიკალით იმართებით თავიდან ბოლომდე"- თქვა მან ექს-პრემიერის გუნდის მისამართით. 

მაჭავარიანი ირწმუნება რომ ოპოზიციურმა გუნდმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „გარე პატრონების“ დავალებით მიიღო, რათა პროცესების საბოტაჟი ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოს შიგნიდან გააგრძელონ.

„თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ (ბოლო რეზერვი ყავდით), რომ შებრძანდით პარლამენტშიო, გააკეთეთ განცხადება იქიდან გამომდინარე, რომ შიგნიდან გვჭირდება უკვე დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო. ახლა ჩორჩანას საკითხზე ასე სიამაყით როგორ საუბრობთ, ჩემთვის გაუგონარია. მე ძალიან მინდა დავიჯერო, რომ თქვენ საერთოდ ვერ ერკვევით საკითხში, რა ჩაიდინა გიორგი გახარიამ და კიდევ არ ემიჯნებით ამას. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ გაემიჯნოთ გახარიას გადადგმულ ნაბიჯებს და კიდევ სიამაყით საუბრობთ. სირცხვილია მეგობრებო! საუბრობთ რაღაცას, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებაო და პოლიტიკური ოპონენტები არ გინდათო. თქვენ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ვერც კი აღგიქვამთ პოლიტიკურ ოპონენტებად. რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ, ჩვენი რეიტინგი უფრო გაიზრდება. თქვენი პოლიტიკური რეიტინგი შეაფასა ბოლო არჩევნებმა, 2025 წელს თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა. იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. თბილისის საკრებულოში ერთი წევრი ვერ შეიყვანეთ. სირცხვილი არის, როდესაც თქვენ საუბრობთ რაღაცა პოლიტიკურ რეიტინგზე.

ომის თემის გამოყენებაზე საუბრობდა ბატონი ფარულავა [გიგა ფარულავა]. „ქართული ოცნების” პირობებში მოიგო საქართველომ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში მოიგო და ეს აღარ გადაიხედება და აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცა რიტორიკაში სხედხართ. როდესაც „ნაცებმა“ მისცეს სამარცხვინო რეზოლუციას ხმა, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და იქ მეექვსე მუხლში წერია თურმე, რომ რუსეთის რეაქცია იყო საპასუხო. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, გვაინტერესებს, რომ მათ მართლა ჩაიდინეს ეს ყველაფერი და აღიარეს, თუ მათ ეს ყველაფერი არ ჩაუდენიათ და უბრალოდ დააბრალეს საქართველოს? თქვენ რომ ქვეყნის ბედი გაინტერესებდეთ, ეს შეკითხვები თქვენც გაგიჩნდებოდათ, მაგრამ თქვენ ამ შეკითხვების დასმის უფლებას არავინ არ მოგცემთ, ვინაიდან ერთი ვერტიკალით იმართებით თავიდან ბოლომდე.

4 მუნიციპალიტეტში თქვენ შექმენით კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. როგორ არ გრცხვენიათ? 2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით ისევ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და კეთილი ინებეთ და ეგ სიმართლე მიიღეთ. ან თქვით, რომ ამდენი, უკაცრავად და, ინტელექტი არ მაქვს, რომ გავიაზრო ეგ ყველაფერიო, ან თქვით, რომ ვიაზრებ ამ ყველაფერს და კი ბატონო, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი ვარო და ერთი ვერტიკალით ვიმართებითო.

როდესაც თქვენ არ აღიარეთ არჩევნები, რა ნამუსით არ აღიარეთ? გიორგი გახარიასაც წამოსცდა, ხაზარაძესთან ერთად და ანა წითლიძესთან ერთად პირდაპირ ეთერებში იმ ხმების რაოდენობა, რაც თქვენ მიიღეთ და რაც ცესკომ გამოაქვეყნა. როგორ არ შეგრცხვათ? რა 400 000 გაყალბებული ხმა? რა ბეჭდიანი ქალი მზერით აშინებდა ამომრჩეველს? რა გაჟონვა? რა 100 000 პირადობის დაკარგვა? არ გრცხვენიათ? ეს არის დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, რაც ჩვენს სარჩელში წერია, ერთ-ერთი პრეტენზია თქვენს მიმართ. როგორც არ უნდა იყოს, რამდენიც არ უნდა იყვიროთ, საბოლოო სიტყვა არის საკონსტიტუციო სასამართლოსი და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები