მოძალადეების პროცესი საქალაქო სამართლოში - "5 ივლისი 52 ნაცემი ჟურნალისტის და ლექსო ლაშქარავას ღირსების საქმეა"
მოძალადეების პროცესი საქალაქო სამართლოში - ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებზე ჩვენებას აძლევენ.
ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი, აძლევს.
საქმეზე ბრალდებულიები არიან თემურ ხარაული და ილია ქებაძემ, რომლებიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
თავად დაზარალებული ჟურნალისტი კი დეტალურად აღწერს ძალადობის იმ ეპიზოდს, რომელშიც ბრალდებულები მონაწილეობდნენ:
თემურ ხარაულმა მუშტი ჩაარტყა დათუნა ახალაძეს და ცდილობდა ჩემზე ანგარიშსწორებას. ილია ქებაძემ დროშის ტარი ჩაარტყა ჩემს ოპერატორს. დღეს მე ვიტყვი იმას, რისი ამსახველი მასალა არსებობს.
მე აქ მოვედი სასამართლოსთვის, რომ მოსამართლემ გაიგოს სიმართლე, ნინო ჩახნაშვილმა დაინახოს ის სასაკლაო, რომელიც 5 ივნის მოგვიწყვეს. იმიტომ, რომ 5 ივნისი არის 52 ნაცემი ჟურნალისტის და ლექსო ლაშქარავას ღირესების საქმე"- აცხადებს მამისეიშვილი.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოპერატორზე ძალადობას ედავებიან.
ძალადობრივ ქმედებებში ჩართული არ ყოფილა, შემთხვევით, ქუჩა გადაჭრა და მაგის გამო მოხვდა იქ"- აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორი კი აღნიშნავს, რომ დღევანდელ პროცესზე ვიდეო-მტკიცებულებებს წარადგენენ, სადაც ძალადობაა აღბეჭდილი.