დიდი დაპირისპირება ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის - რა მოხდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

07.12.21 13:00
დიდი დაპირისპირება ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის - რა მოხდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

დიდი დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოში - ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის მწვავე უთანხმოებამ დღეს პიკს მიაღწია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ურთიერთობა იმდენად გამძაფრდა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დატოვეს. არცერთ მათგანს  მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტის საკითხი გახდა, რომლსაც ჯანდაცვის გუნდი ღიად ეწინააღმდეგებს. 

რამდენიმე დღის წინ ტიკარაძემ მთავრობის მეთაურს, ორი მწვანე პასპორტის საკითხზე პირდაპირ დასცინა. 

მთავრობის მეთაურსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირების მიზეზი მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციაა.  უმძიმესი კოვიდ ვითარების გამო, ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციაზე ალაპარაკდა,  პრემიერი კი მას ჯიუტად ეწინააღმდეგება.

მედიისთვის ტრადიციულ ბრიფინგზე მხოლოდ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

მისი მტკიცებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე", - განაცხადა ღიბრაძემ.