ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში, ბრძოლა იქნება უკომპრომისო - ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი თვლის, რომ ეს პირველ რიგში, ქვეყნის კეთილდღეობისთის არის საჭირო.
ხელისუფლების მხრიდან უარის შემთხვევაში, ხაბეიშვილი უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს.
პრეზიდენტ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება, როდესაც საუბარია ეროვნულ შერიგებაზე და ეს არ სჭირდება რომელიმ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მესმის, რომ მდინარაძემ ჯერ ალბათ ივანიშვილის პოზიციები კარგად არ იცის, კარგი იქნება თუ შეათანხმებენ, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი, თუ ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და სადმერამე დარჩათ, მე არ მაქვს ამის დიდი იმედი, მაგრამ თუ არსებობს სადმე მათთან ადამიანები, ვისაც ეს ქვეყანა და ქვეყნის ბედი აინტერესებს, დარწმუნებული ვარ, ეს შეთანხმება უნდა შედგეს. სხვა შემთხვევაში, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, - ხაბეიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ეროვნული შერიგების ინიციატივით გუშინ გამოვიდა.