კალაძე კვლავ გააგრძელებს გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებას - სოფო ჯაფარიძე

07.12.21 13:42
კალაძე კვლავ გააგრძელებს გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებას - სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან", სოფო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ არ აპირებს, მხარი კალაძის იმ გუნდს დაუჭიროს, რომელმაც წინა 4 წლის განმავლობაში დედაქალაქი უფსკრულის პირას დააყენა.

ჩვენ ვხედავთ, რომ კახა კალაძე აპირებს, წარადგინოს არსებული ქალაქის მთავრობის ფაქტიურად უცვლელი შემადგენლობა, რაც დაუშვებელია. ამით კალაძემ განაცხადა, რომ აპირებს, გააგრძელოს კორუფციული მმართველობა, რასაც ვუყურებდით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

ისინი აუცილებლად გაარძელებენ ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებას. აქედან გამომდინარე, კითხვა გვექნება ძალიან ბევრი. ცხადია, ვერაფრით მივესალმებით იმ უცვლელ შემადგენლობას, რომელმაც უფსკრულის წინაშე დააყენა ჩვენი ქალაქი. - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის, განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა არ აპირებს, ოპოზიციის ბრალდებებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს, თუმცა კალაძის გუნდის წევრს იმის აღიარება მოუწია, რომ კორუფციის ცალკეულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა.

ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი ტყუილი ბრალდება მომისმენია ოპოზიციის მხრიდან, რომ ყურადღებას არც ახლა მივაქცევ. უკანასკნელი წლეების განმავლობაში დაფიქსირდა კორუფციული ფაქტები, რაზეც მოხდა რეაგირება. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს ვაგრძელებთ. ვმუშაობთ სამართალდამცველ უწყებებთან ერთად. თუ ხდება კანონის დარღვევა, ერთობლივი მუშაობის შედეგად ხდება მისი გამოვლინებაც - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

მოვლენების ეპიცენტრი დღეს თბილისის  საკრებულო იქნება - 16  საათზე იქ  დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან. დეპუტატებმა დღეს  ნდობა  თბილისის თბილისის მთავრობას უნდა გამოუცხადონ, თუმცა კახი კალაძეს  და მის გუნდის სავარუდოდ მხოლოდ ,,ოცნების" მხადაჭერა ექნება. თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურიანი იქნება. ოპოზიცია აპირებს, ქალაქის მერსა და მის გუნდს მწვავე შეკითხვები დაუსვას. 

 

მსგავსი სიახლეები