გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი - ხაბეიშვილი "ოცნებას"

07.12.21 13:18
გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი - ხაბეიშვილი "ოცნებას"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ პასუხისმგელობის გამზიარებელი ხელისუფლებაში არავინაა. საქმე ეხება უწყების დასკვნას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებით პატიმრის მიმართ კანონი დაირღვა. 

ყველანი შეთანხმებულები ვართ იმაზე, მათ შორის, სახალხო დამცველით დაწყებული, სპეციალისტებით გაგრძელებული, რომ ადამიანი მიიყვანეს სიკვდილამდე, ფაქტობრივად და ის იყო წამების ქვეშ. ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორმა თუ ეს დაადასტურა, ძალიანაც კარგია, ოღონდ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ პასუხისმგებლობას ზოგადად, არავინ  იზიარებს, - თქვა ხაბეიშვილმა 

ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა. ოპოზიციის წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. 

ხაბეიშვილი ასევე ეროვნული ერიგების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და "ქართულ ოცნებას" ცხელ ზამთარს უანონსებს. 

ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია, კიდევ ერთხელ გავუმეორო „ქართულ ოცნებას“ , რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი მარტივი რამის გამო: სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი  გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, მანამდე პოლიტიკური კრიზისი ბუნებრივად ვერ დასრულდება. ახლა გაჯიუტების დრო კი არ არის, ან კუნთების თამაშის დრო, თუ ეს ასე არ არის და თუ თქვენ ნამდვილად გაღელვებთ ქართველი ხალხის ბედი და არ გინდათ ქართველი ხალხის დაყოფა პარტიული ნიშნით, ამ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს და თუ ამაზე არ მოდიხართ და ზამბარას წელავთ, დიახ, მოგხვდებათ დინგში, ბატონო ივანიშვილო და „ქართული ოცნების“ კრიმინალო ბანდავ, - თქვა ხაბეიშვილმა. 
 

მსგავსი სიახლეები