"ტვ პირველი" პოლიციის ალყაშია - ტელევიზიასთან ანტივაქსერები აქციას მართავენ
"ტვ პირველი" პოლიციის ალყაშია - ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიცია.
ტელევიზიასთან ანტივაქსერები არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ "კოვიდ პასპორტებს აპროტესტებენ", თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა პრეტენზია აქვთ "ტვ პირველთან".