ხოშტარია ისჯება იმის გამო, რომ არ აღიარა ეს რეჟიმი და არ შეეგუა მას - გიგა ლემონჯავა

29.10.26 11:12
ხოშტარია ისჯება იმის გამო, რომ არ აღიარა ეს რეჟიმი და არ შეეგუა მას - გიგა ლემონჯავა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიგა ლემონჯავა მიიჩნევს, რომ “დროას“ პატიმრობაში მყოფილი ლიდერი, ელენე ხოშტარია არა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ისჯება,ა რამედ იმიტომ, რომ არ აღიარა რეჟიმი და არ ითანამშრომლა მასთან.

ლემონჯავას თქმით, ხოშტარია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ “ივანიშვილის მავნებელი რუსული რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს საქართველოს“

ელენე ხოშტარია ციხეში კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო არ ზის სინამდვილეში, ეს არის საბაბი უბრალოდ, სინამდვილეში ხოშტარია ისჯება იმის გამო, რომ არ აღიარა ეს რეჟიმი, არ შეეგუა, არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან და აკეთებდა, ახლაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილის მავნებელი რუსული რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს საქართველოს, ქართულ პოლიტიკას და ამ ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ ვნახეთ თვალხილულად ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებრივია, რომ მისი მგომარეობა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა არის საყურადღებო და მძიმე, თუმცა, ნებისმიერი რეპრესიის, წნეხის მიუხედავად, რაც არ უნდა განახორციელოს რეჟიმმა, 100 % -ით ვარ დარწმუნებული, რომ ელენეს ბრძოლა არის წინ, ის იბრძოლებს ბოლომდე, გამარჯვებამდე, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ  “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.

მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს

მსგავსი სიახლეები