საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე აქციაა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. თბილისის თვითმმართველობის ორგანოსთან მისვლას ოპოზიცია და მათი მხადამჭერები საკრებულოს სხდომის პარალელურად აპირებენ.
თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელმაც დღეს დედაქალაქის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიციოს, 16 საათზეა დანიშნული.