საჯარო რეესტრმა ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება დღეს, 7 დეკემბერს მიიღეს.
"ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი - გიორგი ქარდავა.
რამდენიმე დღის წინ, რადიკალთა პარტია საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ალაპარაკდა. საჯარო რეესტრმა პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა
"კონსერვატიული მოძრაობის" წევრმა, გიორგი მახარაძემ "ალტ ინფორს" ეთერში პირდაპირ განაცხადა, რომ თუ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში განთავსდება, ქართველი ხალხი ამოისუნთქებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.