მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ დასკვნას ეხმიანება, რომელიც საპატიმროში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებს ასახავს. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი არსებობს.
მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინიტრომ პრეზიდენტის კადრების გავრცლებით კანონი დაარღვია-ახლა უწყებას და მის დაქვედებარებაში მყოფ ციხეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა ისიც, რომ პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრებს აწვდიდა, რაც მოშიმშილე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდებოდა. ეს კი ინპექტორის განცხადებით, უხეში კანონდარღვევაა.