იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორს არ ემორჩილება - სააკაშვილის კადრები ამ დრომდე არ წაუშლიათ
იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება - უწყების ვებ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის კადრები ამ დრომდე არ წაუშლიათ.
მესამე პრეზიდენტის კადრების აღება სოციალური ქსელიდან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექტორმა დაავალა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინიტრომ პრეზიდენტის კადრების გავრცლებით კანონი დაარღვია - უწყებას და მის დაქვედებარებაში მყოფ ციხეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა ისიც, რომ პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრებს აწვდიდა, რაც მოშიმშილე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდებოდა. ეს კი ინპექტორის განცხადებით, უხეში კანონდარღვევაა.