ხმაური სასამართლოზე - ჟურნალისტს მოძალადე განსასჯელის სკამიდანაც დაემუქრა
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ძალადობრივი დაჯგუფების წევრების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში - 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ამჯერად პროკურორებს დაუპირისპირდნენ. დაცვის მხარის გაღიზიანება ვიდეო-მტკიცებულებების განხილვას მოჰყვა, კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ ბრალდებულები არხის ოპერატორს.
მეტიც, ერთ-ერთი დაკავებული დეა მამისეიშვილის საცხოვრებლით დაინტერესდა, რასაც ჟურნალისტის რეპლიკა მოჰყვა: "რათ გინდათ ჩემი მისამართი, რომ თქვენი თანამოაზრეები მომიგზავნოთ?"
ჰომოფობიურ და ძალადობრივ კონტრაქციებზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია მხოლოდ 27 ადამიანი.
ორკებმა სასტიკად სცემეს "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში დედამ გარდაცვლილი ნახა.