"ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას" - კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

30.10.26 13:10
"ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას" - კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიები "უცხოურ აგენტურად" გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი ქართულ პოლიტიკაში უნდა აიკრძალონ. 

"საქართველო აგენტურის გარეშე - ეს არის ჩვენი სლოგანი" - აცხადებს "ოცნების" ლიდერი. 

მთავრობის მეთაური დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს - "ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი". 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას, დროის გაწელვის ტაქტიკას. ამასაც აქვს ერთი ახსნა, რომ  სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ.

მემგონია, რომ პირიქით, ოპოზიცია შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია.  კი მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად ამ პარტიებს, თუმცა სინამდვილეში მთავარი ფაქტი არის ის, რომ  საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის უცხოური აგენტურა. საქართველო აგენტურის გარეშე - ეს არის ჩვენი სლოგანი. ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყო უცხოური აგენტურის ადგილი. 

საქართველოში უდნა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები - უცხოური აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც ერთი პარტიაა. ეს არის  ერთი პარტია და არის უცხოური აგენტურა. თუკი რაიმე შეიძლება გაუქმდეს ამ პროცესის საფუძველზე,  ეს არის უცხოური აგენტურა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა სასამართლო სხდომები ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"ოცნება" სარჩელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს. 

 

 

მსგავსი სიახლეები