გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - კობახიძის პასუხი

30.10.26 13:39
გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე ვერ ამბობს, გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი. მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას სემეკი იღებს და “მისი პრეროგატივა არ არის.“

“ოცნების“ ლიდერის თქმით, “ყველა ვალდებულია, რომ სემეკის გადაწყვეტილებას დაელოდოს“.

"ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკთან, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები.

სემეკი იღებს გადაწყვეტილებას [გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი] და სემეკის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადებების გაკეთების უფლება" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, წყლის და გაზის ტარიფები წლის ბოლოს გადაიხედება. ასევე, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც სემეკს აძლევს უფლებას, წყლის და გაზის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები