ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციოში "ოცნებას" ორმაგ სტანდარტზე მიუთითა

30.10.26 18:05
ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციოში "ოცნებას" ორმაგ სტანდარტზე მიუთითა

ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციოში "ოცნებას" ორმაგ სტანდარტზე მიუთითა - გახარიას გუნდის წარმომადგენელმა დასვა კითხვა, რა არის არაკონსტიტუციური "ლელოსთან" გაფორმებულ მემორანდუმში? 

საუაბრია 2024 წლის შუალედურ არჩევნების პროცესებზე. სიჭინავა ამბობდა, რომ 64 მუნიციპალიტეტში ლელოს და მის პარტიას სხვადასხვა პარტიული სია ჰქონდათ წარდგენილი და  ბუნებრივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. 

"2012 წელს დაფუძნდა "ხალხის ძალა" - 2024 წელს რა ქნეს ამ ადამიანებმა იცით, ამოეწერნენ საკუთარი პარტიიდან ჩაეწერნენ ოცნებაში - ოცნების სიით გავიდნენ, მერე ისევ ამოიწერენ და ოპოზიცია გახდნენ.  2025 წელსაც იგივე გააკეთეს. რა ვთქვათ ეხლა რო უკონკურენტო გარემო შექმნეს გურამ მაჭარაშვილმა და ბატონმა გორდულაძემ?" - იკითხა სხდომაზე გორდულაძემ. 

მისი თქმით, "ერთი ქმედება გამოაცხადო ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დამაქცევად ორმაგი სტანდარტით მოქმედებდე"  სწორი არ არის. 

ლელოსთან ფორმდება მემორანდუმი, იმიტომ რომ ლელო არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენთან ერთად გადაწყვეტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რა არის ანტიკონსტიტუციური ან ერთიანი ორგანიზმობის დამადასტურებელი მტკიცებულება იმაში, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მეორე პოლიტიკურ პარტიას ჩამოართვა ხელი. ჩვენ და ლელოს 64 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიული სია გქვონდა წარდგენილი. ბუნებრივ კონკურენციაში ვიყავით, როგორ შეიძლება დაარქვა ამას რომ უკონკურენტო რაღაცა გარემოს შექმნეს, როდესაც სხვადასხვა პარტიული სია წარვადგინე და ბუნებრივ კონკურენციაში ვიყავით პარტიულ სიებთან მიმართებით.

მაჟორიტარებს რაც შეეხება და მერობის კანდიდატებს, შექმნილი ბოიკოტის გარემოს გათვალისწინებით რა თქმა უნდა კანდიდატების მოძიება ჭირდა და აქ რაღაცა კომპრომისულ ნაბიჯებზე წავედით ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის კონკურენტები არ ვყოფილიყავით. 2012 წელს დაფუძნდა "ხალხის ძალა" - 2024 წელს რა ქნეს ამ ადამიანებმა იცით, ამოეწერნენ საკუთარი პარტიიდან ჩაეწერნენ ოცნებაში - ოცნების სიით გავიდნენ, მერე ისევ ამოიწერენ და ოპოზიცია გახდნენ.  2025 წელსაც იგივე გააკეთეს. რა ვთქვათ ეხლა რო უკონკურენტო გარემო შექმნეს გურამ მაჭარაშვილმა და ბატონმა გორდულაძემ?  რა ვთქვათ ახლა, რომ ანტიკონსტიტუციური ჩაიდინეს რამე. მე არ ვთვლი, რომ ამაში რამე ანტიკონსტიტუციურია. აი ამ თარგის მორგება განსხვავებული პოზიციებით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე და ერთი ქმედება გამოაცხადო ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დამაქცევად და გამაუბედურებლად და ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა ხალხის ძალასთან და კიდე მეორე პარტია იქ არ მახსოვს ინჯიასი როგორ შეიძლება ეს რაღაც სხვადასხვა სტანდარტით შეფასდეს?"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები