ქუთაისის საკრებულო ორმა დეპუტატმა დატოვა

07.12.21 20:39
ქუთაისის საკრებულო ორმა დეპუტატმა დატოვა

ქუთაისის საკრებულო ორმა დეპუტატმა დატოვა. “ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ საკრებულოს აპარატს საკრებულოს წევრის უფლებამისილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადებით მიმართეს. მათ როტაციის წესით პარტიის სხვა წევრები ჩაანაცვლებენ.

დეპუტატების განცხადებები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ცნობად მიიღო.

ცნობისთვის, ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. საკრებულო
“ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის”, გახარიას პარტიისა და “მესამე ძალის” წევრებით არის დაკომპლექტებული.

მსგავსი სიახლეები