თბილისში ,,შაბათის მარში” მიმდინარეობს

31.10.26 20:46
თბილისში ,,შაბათის მარში” მიმდინარეობს

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მარში დაიწყო - აქციის მონაწილეები ,,ავლაბრის“ მეტროსთან რუსთაველის გამზირისკენ  დაიძრნენ.

„საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“ - ეს არის დღევანდელი მსვლელობის სლოგანი. 

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.