გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

08.12.21 11:02
გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

გორის სახმედრო ჰოსპიტალში, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ. დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა თუთბერიძემ ნებართვა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

ადვოკატები პენიტენციურის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობიან. 

ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ გუშინ გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის  დასკვნიდან რამდენიმე საათში შურისძიების მიზნით მასთან გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი მივიდა, მათ შორის მესამე პრეზიდენტმა მის წამებაში მონაწილე პირი ამოიცნო და სააკაშვილს ახალი დისციპლინური სასჯელი დაუწესდა. რომელიც სააკაშვილთან შეხვედრების შეზღუდვას და მისთვის ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები