სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა - ცენტრი "ემპათია" დასკვნას ამზადებს
ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს. ჯიშკარიანის თქმით, აღნისნულ დოკუმენტში გუშინ გორის ჰოსპიტალში მომხდარი ინციდენტიც მოხვდება.
გუშინ განხორციელებული ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი ფაქტი მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში. რა თქმა უნდა, თუკი იგი უარს განაცხადებს მკურნალობაზე, ცუდად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მტრული გარემო არ იქნება პაციენტისათვის სასარგებლო და მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება.
ცენტრ "ემპათიის" დასკვნაში ეს ფაქტიც იქნება ასახული და ის ზიანი, რაც სააკაშვილს მიადგა წამებისა და არასათანადო მოპრობიდან გამომდინარე, დასკვნაში იქნება ასახული", - ამბობს ჯიშკარიანი.
მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მისთვის არ არის უსაფრთხო, ყველანი შემსწრე გავხდით, რომ არავინ დასჯილა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება ინსპექტორის სამსახურში, თუმცა თანამდებობიდან გადაყენებული არავინ არ არის დღემდე", - ამბობს ჯიშკარიანი.