კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებული

02.11.26 15:27
კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებული

 

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობად აფასებს. კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები იმდენად მკაფიოა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. 

ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ჩარევის მცდელობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და ახლა პოლიტიზირების მცდელობა უკვე სტრასბურგის სასამართლოს ხსენებით - ეს არასწორია. პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ საუბარს კონსტიტუციურ მართლმჯსაულებაზე, ზოგადად, მართლმსაჯულებაზე. ეს არ არის მათი საქმე, მათი საქმეა, დააკვირდნენ მოვლენების განვითარებას, თუ სამართლებრივი შეფასებები აქვთ, სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნუ გამოდიან უხეში პოლიტიკური გზავნილებით.

იმდენად თვალსაჩინო და მკაფიოა სარჩელის დასაბუთება, რომ რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ვართ მომზადებული. იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ აქ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები. კითხვები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხარს უჭერდნენ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიებს.

მე ზოგადად ვსაუბრობს ევროპულ ბიუროკრატიაზე. ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს და იგივე ადამიანები უკვე დღეს გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ, - ამბობს კობახიძე.