კალაძე გახარიას კორუფციაში ადანაშაულებს
თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია, კორუფიცაში საკრებულოს ტრიბუნიდან დაადანაშაულა. დედაქალაქის მერი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე დაუპირისპირდა. კალაძემ გახარიას თანაპარტიელს მიმართა, რომ კორუფციაზე საუბრის უფლება მათ არ აქვთ.
ძალიან უხერხული მგონია, მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ძალიან უხერხულია. შექმენით და მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი იყო და რა ხდებოდა ნეპოტიზმის მიმართულებით და კორუფციის მიმართულებით", - მიმართა კალაძემ გახარიას გუნდს.
კალაძის ბრალდებებს გახარიას პარტიაში უპასუხეს.
მისი რეაქცია საეჭვოა და კიდევ უფრო მეტ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, კორუფციის მხრივ რა მდგომარეობაა მერიაში. სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან ასეთი არასაქმიანი რეაქციები ვიხილეთ საკრებულოს სხდომაზე", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.