"გომბორა, შენ უთხარი" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე დუმს
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს - მოქმედმა პრეიზიდენტმა "პირველების" შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების თავიდან მოცილება ირონიით სცადა და კითხვაზე პასუხის გაცემა ოთხფეხა მეგობარს დაავალა, გომბორა, უთხარი შენ, აბა, მიდი!
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. შეკრება 14:00 საათზეა დაანონსებული. როგორც ჩანს, პრეზიდენტი პროტესტის დღეს საკუთარ კაბინეტში იქნება გამოკეტილი.