კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის მიზნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისივე თქმით, რა გზავნილებით ჩადის და რას ეუბნება ის [ევროპელ ლიდერებს] პრემიერი "ქართული ოცნების" წევრებს დახურულ შეხვედრებზეც უყვება და განცხადებებს მედიითაც ხშირად აკეთებს.
მისია ერთია, ყველა პლატფორმაზე, ყველა საშუალებით დაიცვას ქვეყნის ინტერესები და გაატაროს ის ინტერესები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. დამერწმუნეთ, ვისთქანაც აქვს საშუალება, პირდაპირ ეუბნება, და ამას შემდეგში მედიაშიც ამბობს, დამერწმუნეთ დახურულო კარს მიღმაც გვეუბნება, როცა ბრუნდება სხვადასხვა ვიზიტოდან. ვისაც საჭიროა, პირში ეუბნება ყველაფერს და არა მხოლოდ ბატონი ირაკლი - ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება საკანონმდებლო ხელისუფლებიდან თუ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან"- აცხადებს კირცხალია.
მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება.