ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოუძიებელ საქმეებზე "ოცნებაში" პასუხები 2 წლის შემდეგაც არ აქვთ
ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის გამოუძიებელ საქმეებზე "ოცნებაში" პასუხები ორი წლის შემდეგაც არ აქვთ დღეს ირაკლი კირცხალიას "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ არიან გამოვლენილნი და პასუხისგებაში მიეცმულები მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმელები.
კირცხალიამ ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ.
რაღაცას გეტყვით მაგ თემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან გთხოვთ, ამის იქით არ წავალ. ყველამ, მათ შორის დაზარალებულებმა ძალიან გთხოვთ, კარგად და სწორად ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან. ამის იქით მე არ წავალ არსად". - განაცხადა კირცხალიამ.
აღნიშნული პასუხის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კირცხალიას შეახსენა, რომ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან არც ერთი ზარი არ შესულა არც გამომძებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან და არც ოპერატორ გიორგი შეწირულთან.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამის იქით არ განვმეორდები, ითანამშრომლონ საგამოძიებო უწყებებთან", - განაცხადა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია.