აქამდე ძაღლების იყო და ახლა უკვე ადამიანების დოქტორ მენგელეობაზე ოცნებობს კალაძე - ჩხარტიშვილი
დღეს კალაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მთავარი ჩიკატილა ძაღლების არის თავად და არც ადამიანების სისხლის ღვრაზეა წინააღმდეგი და პირიქით, მოუწოდა ადამიანებს ცხოვრელთა დამცველების მიმართა ძალადობაზე - ასე შეაფასა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვის დროს ლაშა ჩხარტიშვილმა, კახა კალაძის განცხადება, ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილის დაძინებასთან დაკავშირებით.
როგორც მან თქვა, არ გაკვრივები თბილისის მერი ეს განცხადება, რადგან დარწმუნებულია, რომ სიამოვნებით მოსპობდა ყველა მოწინააღმდეგეს, საზოგადოების რეაქციის რომ არ ეშინოდეს.
ჩხარტიშვილის თქმით, აპირებენ იბრძოლონ, არა მხოლოდ საჩივრით, არამედ აქციებით, რომელიც კვირას, 7-ის ნახევარზე უკვა დაანონსდა.
რა ვიცი, დოქტორი მენგელე თუ აქამდე ძაღლების იყო კალაძე, ახლა უკვე ადამიანების დროქტორ მენგელეობაზე ოცნებობს, როგორც ჩანს, ჩვენ არ ვაპირებთ შევუშინდეთ ამ პირდაპირ მუქარას, 3 ხელისუფლების წინააღმდეგ მიბრძოლია და ასეთი რამ მეც კი ვერ დავიჯერე და ფეიკი მეგონა. ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, არა მარტო საჩივრით, რომელიც ამ სასამართლოს პირობებში მხოლოდ მტკიცებულების შეგროვებისთვის გამოდგება, ამის გარდა, კვირას, 7 ის ნახევარზე უნდა ვიყოთ კვლავ კანცელარიასთან, რათა რამენაირად შევაჩეროთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და კონკრეტულად აღმსრულებელი და მთავარი სისხლიანი მერის მხრიდან მასობრივი ხოცვა- ჟლეტა ძაღლების. დღეს კალაძემ ის თქვა რაც გულში ჰქონდა. კალაძეს, ივანიშვილს და მისნაირებს, გულში აქვთ ყველა მოწინააღმდეგი მოსპობა, მაგრამ ვერ ბედავენ, რადგან საზოგადოების მხრიდან საპასუხო ქმედებების ეშინიათ. თორე სიამოვნებით, მართლაც დაგვაძინებდნენ და დაგვმარხავდნენ, როგორც ცოცხალ-მკვდრები დამარხეს ძაღლები სხვადასხვა სასაფლაოებზე, ამისთვის სპეციალური დანაყოფიც კი შექმენს, დაკმრძალავი ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის კურატორობით, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
რა თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ:
„ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“