ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს შესაძლოა, ვერ დაესწროს

08.12.21 13:16
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს შესაძლოა, ვერ დაესწროს

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალ საკუთარ  სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით უცნობია. სასამართლომ მესამე პრეზიდენტის ეტაპირების მოთხოვნით პენიტენციურს უკვე მიმართა, თუმცა უცნობია, რამდენად მისცემს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას, რომ პროცესს დაესწროს. ადვოკატების თქმით, შესაძლოა, პენიტენციურმა სამსახურმა მის ეტაპირებაზე უარი თქვას.

ხვალინდელი პროცესი გაიმართება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა და შუამდგომლობა, რომლის შინაარსზეც ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება პრეზიდენტის დასწრებას, კითხვის ნიშნის ქვეშაა ორი მიზეზის გამო. პირველი, არ ვიცით, პენიტენციური მოიყვანს თუ არა პროცესზე, მეორე გახლავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც დავაზუსტებთ საბოლოოდ", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

სხდომა  ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული,  პროკურატურა ექსპრეზიდენტს   ემიგრაციიდან  ქვეყნაში დაბრუნების გზებზე ედავება.

 

მსგავსი სიახლეები