კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან
თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან - პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს.
საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები "დასაძინებლები" არიან, ღია მუქარად შეაფასა.
დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც "სამარხები გათხარა".