გახარია შეიძლება, ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში - ქემოკლიძე
გიორგი გახარიას გუნდი კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს. პარტიის "საქართველოსთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქის მერის მიერ გაჟღერებული ბრალდებები კორუფციასა და ნეპოტიზმზე უსაფუძვლოა.
გახარია შეიძლება, ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში და ვერც კრონიზმში.
საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება. სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ. მე არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს კალაძემ და რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, როცა ბრალდებას წარადგენ, მიუღებელია", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია, კორუფციაში საკრებულოს ტრიბუნიდან დაადანაშაულა. დედაქალაქის მერი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე დაუპირისპირდა. კალაძემ გახარიას თანაპარტიელს მიმართა, რომ კორუფციაზე საუბრის უფლება მათ არ აქვთ.