"გახსოვთ ქართულ-ჯიგრული რაღაცები" - ზარქუა გახარიას მისივე ფრაზას ახსენებს
მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მისივე ნათქვამს ახსენებს. ირაკლი ზარქუამ გახარიას ცნობილი ფრაზა ჟურნალისტებთან გაიმეორა.
ამ თემაზე თვითონ გახარიას მხრიდან იყო არაერთხელ მინიშნება, მათ შორის ნეპოტიზმზე.
გახსოვთ თქვენ ქართულ-ჯიგრული რაღაც ჯიგრობები და არ მინდა, ამ სიღრმეში შესვლა. თვითონ დაინტერესდით და დაწვრილებით მოგიყვებათ თავიდან ბოლომდე", - თქვა ზარქუამ.
თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გახარია, კორუფციაში საკრებულოს ტრიბუნიდან დაადანაშაულა. დედაქალაქის მერი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე დაუპირისპირდა. კალაძემ გახარიას თანაპარტიელს მიმართა, რომ კორუფციაზე საუბრის უფლება მათ არ აქვთ.