საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას - ჰერჩინსკი

04.11.26 19:58
საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას - ჰერჩინსკი

 

 

ბრიუსელის შემდეგ უკვე თბილისში, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება. 

პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე მიმოიიხილა ევროკომისიის ანგარიში, ისაუბრა დემოკრატიულ უკუსვლაზე და თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია "საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას აგრძელებს".

ელჩს ასევე არ გამორჩე4ნია "ოცნების" ანტიევროპული განცხადებები.

2026 წლის გაფართოების პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯია ამ მიმართულებით. წინსვლა, რომელიც ჩვენ წელს ვიხილეთ ასევე გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ევროკავშირის წევრობისკენ, სხვების პროგრესი საკმაოდ ნელია. ზოგიერთ შემთხვევაში კი სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ რეგრესს. ეს განსხვავებები გვაჩვენებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რატომ, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება.

გაფართოების პაკეტი ეხება ევროკავშირის მომავალს, ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში. მიმდინარე უკუსვლა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში, ადასტურებს რომ საქართველო სამწუხაროდ რჩება ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით და კვლავაც უარს ამბობს იმ უპირატესობებზე რომლებსაც იძლევა კანდიდატის სტატუსი და წინა მოლაპარაკებების ეტაპი. საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ასევე ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე. სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის რომ ისინი ახერხებენ განახორციელონ საკვანძო ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გზა ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და დაუბრუნდება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.

ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც მყარია. ასევე, უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის, ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავაც მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას - ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავაც აღდგება. საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას თუ რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულიყო. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზიაა კანონის უზენაესობის მიმართულებით და არის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ყველაფერი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებს მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და და კვლავ იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების ერთგული. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისადმი კვლავ უცვლელია“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს ევროკავშირისკენ მიმართული დამაზიანებელი კამპანია.

„ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს არ უჭერს ძალადობას, ძარცცვას, ვანდალიზმს ან მოლოტოვის კოქტეილის სროლას. საწინააღმდეგოს მტკიცება რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია ევროკავშირისკენ. ეს არის იმგვარი ქმედება რომელიც უნდა შეჩერდეს ნდობის აღდგენისა და დილოგის განახლების მიზნით, სწორედ იმ დიალოგის რომელსაც საქართველოს პრემიერ -მინისტრი გუშინ ითხოვდა“, - განაცხადა ელჩმა.

ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება და ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას.

ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას. ჩვენ წინ მივიწევთ გაფართოების საკითხში. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც გაფართოების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და თქვენ ახლახან მოუსმინეთ კომისარ კოსს, რომელმაც დაასახელა მონტენეგრო, ალბანეთ, უკრაინა და მოლდოვა, როგორც მოწინავე ქვეყნები. არიან, ასევე, ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად გამოახატავენ თავიანთ ინტერესს, შორდებიან ევროკავშირის გზას და რეალურად მიღწეული პროგრესიდან უკან იხევენ. ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ეს ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა“.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები